Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვულკანის ამოფრქვევის გამო დაიკეტა კუნძულ ბალის აეროპორტი


ვულკანი აგუნგი, 2017 წლის 27 ნოემბერი
ვულკანი აგუნგი, 2017 წლის 27 ნოემბერი

60 ათასამდე ტურისტია ჩარჩენილი ინდონეზიის კუნძულ ბალის აეროპორტში, რომელიც ვულკანის, აგუნგის ამოფრქვევის გამო დაიკეტა. აეროპორტის ადმინისტრაციის მიერ 27 ნოემბერს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, ვულკანიდან ამოფრქვეულმა ფერფლმა აეროპორტის საჰაერო სივრცემდე მიაღწია, ამიტომ სულ მცირე 24 საათით შეწყდა თვითმფრინავების მიღება-გაშვება. სულ გაუქმებულია 445 ავიარეისი. კუნძულ ბალისკენ მიმავალი თვითმფრინავები ჰაერშივე მოაბრუნეს და ჯაკარტის, სინგაპურის და სხვა აეროპორტებისკენ გაგზავნეს. გასულ კვირაში ვულკანი აგუნგი ორჯერ ამოიფრქვა. 25 ნოემბერს, 7 ათას მეტრზე ამოტყორცნილმა ფერფლმა დაფარა ახლომდებარე დასახლებული პუნქტები, საიდანაც უკვე ევაკუირებულია 40 ათასამდე ადამიანი. ინდონეზიის ხელისუფლებამ საფრთხის დონე მაქსიმალურამდე გაზარდა, რადგან სპეციალისტები არ გამორიცხავენ ვულკანიდან ლავის ამოფრქვევასაც. 1963 წელს, აგუნგის ამოფრქვევის შედეგად, კუნძულ ბალიზე დაიღუპა ათასზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG