Accessibility links

როგორ გაიცნეს ერთმანეთი ჰარიმ და მეგანმა


უფლისწული ჰარი და მეგან მარკლი კენსინგტონის სასახლეში 27 ნოემბერს

შარშან აგვისტოში, ამერიკელ მსახიობ მეგან მარკლთან ბრმა პაემნიდან ერთი თვის თავზე, ბრიტანეთის უფლისწულმა ჰარიმ თავისი შეყვარებული ბოტსვანაში წაიყვანა და იქ, ღია ცის ქვეშ გაშლილ კარავში სთხოვა ხელი. მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა და აი, ორშაბათს, 27 ნოემბერს, 33 წლის ჰარიმ და 36 წლის მეგანმა საზოგადოებას თავიანთი ნიშნობის ამბავი ამცნეს. იმავე დღეს მომავალმა ცოლ-ქმარმა ინტერვიუ მისცა ბიბისის.

ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი 2018 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. მათი ბრმა პაემანი საერთო მეგობრის ხელშეწყობით მოეწყო 2016 წლის ივლისში. რამდენიმე თვეში სამეფო ოჯახის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ ჰარი და მეგანი შეყვარებული წყვილია. 2017-ის თებერვალში „ყვითელ“ პრესაში მათი პირველი სურათებიც გამოჩნდა. თუმცა, წყვილის პირველი ერთობლივი საჯარო გამოჩენა მიმდინარე წლის სექტემბერში მოხდა კანადის ქალაქ ტორონტოში, სადაც გაიმართა საომარ მოქმედებებსა თუ სამშვიდობო მისიებში დაჭრილ სპორტსმენთა საერთაშორისო თამაშები სახელწოდებით Invictus Games (ჰარი ამ თამაშების აქტიური მხარდამჭერი და სპონსორია).

სხვათა შორის, ტორონტოში გამართულ თამაშებზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ფრენბურთის პარაოლიმპიურმა ნაკრებმა, რომელმაც ფინალურ მატჩში დაამარცხა ბრიტანელი პარაოლიმპიელები და ოქროს მედლები მოიპოვა. ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მიულოცა, უფლისწული ჰარი იყო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG