Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის ცნობით, თეთრმა სახლმა მოამზადა გეგმა სახელმწიფო მდივნად ტილერსონის ნაცვლად პომპეოს დასანიშნად


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი (მარცხნივ) და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი (მარცხნივ) და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო

აშშ-ის მედიის ცნობით, თეთრმა სახლმა მოამზადა გეგმა სახელმწიფო მდივნის პოსტიდან რექს ტილერსონის გადასაყენებლად და მის ნაცვლად მაიკ პომპეოს დასანიშნად. ამჟამად პომპეო სათავეში უდგას ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA). გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ 30 ნოემბერს პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაღალი რანგის ოფიციალური პირის თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა სულ „რამდენიმე კვირაში“ გამოაცხადოს საკადრო ცვლილებების შესახებ. მოგვიანებით კიდევ რამდენიმე სხვა მედიასაშუალებამ - მათ შორის „როიტერსმა“ და „ასოშიეიტიდ პრესმა“ - გაავრცელა ცნობა სახელმწიფო მდივნის პოსტიდან ტილერსონის შესაძლო გადადგომის შესახებ. “ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, ტრამპის მოკავშირე რესპუბლიკელ სენატორ ტომ კოტონს სურს ტილერსონის შეცვლა პომპეოთი. გაზეთის ინფორმაციით, ჯერ არ არის ნათელი, მიღებულია თუ არა საბოლოო თანხმობა პრეზიდენტ ტრამპისაგან. აშშ-ის მედია ადრე იუწყებოდა, რომ ტრამპი აღარ არის კმაყოფილი ტილერსონით - გიგანტურ ენერგოკომპანია „ექსონმობილის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორით, რომელიც დიპლომატიური გამოცდილების გარეშე დაინიშნა სახელმწიფო მდივნად.

XS
SM
MD
LG