Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა პირველად მოიხსენია „როჰინჯებად“ ბირმაში დევნილი მუსლიმები


2017 წლის 1 დეკემბერი: რომის პაპი ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში
2017 წლის 1 დეკემბერი: რომის პაპი ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში

რომის პაპმა ფრანცისკემ ბანგლადეშში ვიზიტისას პატიება სთხოვა ბირმიდან დევნილ მუსლიმ ლტოლვილებს და ისინი მოიხსენია „როჰინჯებად“, რასაც თავი აარიდა რამდენიმე დღით ადრე ბირმაში ყოფნისას. დაკაში ფრანცისკემ დალოცა 16 როჰინჯა ლტოლვილი და მოუსმინა მათ ამბავს. ეს ლტოლვილები საგანგებოდ ჩავიდნენ ბანგლადეშის დედაქალაქში სასაზღვრო რეგიონიდან, სადაც თავს აფარებენ ლტოლვილთა ბანაკს კიდევ 620 ათასზე მეტ ადამიანთან ერთად. ისინი ბირმიდან გაექცნენ ძალადობას, რომელიც გაეროს "ეთნიკურ წმენდად" მიაჩნია. ბირმა არ ცნობს როჰინჯებს ეთნიკურ ჯგუფად და მათ „ბენგალებს“ უწოდებს. ფრანცისკემ ლტოლვილებს ბოდიში მოუხადა მათი ტანჯვის მიმართ „მსოფლიოს გულგრილობისათვის“ და წარმოთქვა მათი ეთნიკური ჯგუფის სახელი.

XS
SM
MD
LG