Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტილერსონი და ლავროვი მომავალ კვირაში ვენაში, სირიისა და უკრაინის გარშემო ისაუბრებენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი მომავალ კვირაში აპირებს შეხვდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, ვენაში, სირიასა და უკრაინაზე მოსალაპარაკებლად. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა. ცნობით, მოლაპარაკება შედგება ვენაში, ეუთოს შეხვედრის პარალელურად. სავარაუდოდ, ტილერსონი და ლავროვი ერთმანეთს შეხვდებიან 7 დეკემბერს. ტილერსონი 4-8 დეკემბერს ევროპაში მოგზაურობისას ჩავა ბრიუსელში, ვენასა და პარიზში და მონაწილეობას მიიღებს ნატოს, ევროკავშირის და ეუთოს შეხვედრებში. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ეუთოს შეხვედრაზე უკრაინა ყურადღების ცენტრში იქნება. ეს ორგანიზაცია თავის როლს თამაშობს უკრაინაში, მას იქ საგანგებო სამეთვალყურეო მისია ჰყავს.

XS
SM
MD
LG