Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი გენერალი აპირებს უჩივლოს მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების ავტორებს


მაღალჩინოსანი რუსი გენერალი აპირებს უჩივლოს საგამოძიებო ჯგუფ „ბელინგკეტსა“ და დამოუკიდებელ საიტ „ინსაიდერს“. მათი ანგარიშის თანახმად ამჟამად თადარიგის გენერალი, ნიკოლაი ტკაჩიოვი, სავარაუდოდ უშუალოდ არის პასუხისმგებელი 2014 წელს, უკრაინაში სამოქალაქო თვითმფრინავის რაკეტით ჩამოგდებაში. რუსულ გამოცემა „ნოვაია გაზეტასთან“ საუბარში გენერალმა ტკაჩიოვმა ცილისწამება უწოდა აღნიშნულ ანგარიშს, რომლის თანახმად გენერალი, რომლის სახმისი იყო „დელფინი“, მოლაპარაკებებს აწარმოებდა დონეცკელ სეპარატისტებთან იმ დროს, როდესაც მალაიზიის კუთვნილმა „ბოინგ 777“- მა კატასტროფა დონბასის მიდამოებში. ამ ინფორმაციას „სისულელე“ უწოდა თადარიგში მყოფმა რუსმა გენერალმა, რომელიც, როგორც ამბობს, ამჟამად ქალაქ ეკატერინბურგში ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული აღზრდითაა დაკავებული. მანამდე ჰოლანდიელი სპეციალისტების გუნდმა გამოძიების დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგი ჩამოაგდო რუსეთში წარმოებულმა „ბუკის“ ტიპის ხმელეთი-ჰაერის რაკეტამ. თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. კატასტროფის შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა, 298-ვე, ადამიანი. მათი უმრავლესობა ჰოლანდიის მოქალაქე იყო.

XS
SM
MD
LG