Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანელიძემ „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა ეუთოს მეგობართა ჯგუფის განცხადებას


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ძალიან მნიშნელოვანი უწოდა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 24-ე შეხვედრაზე საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების მიერ 8 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას. იგი, კერძოდ, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს როგორც ცეცხლის შეწყვეტის, ასევე ეუთო-ს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები. მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და დაუშვას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები, მათ შორის ეუთო-ს მრავალგანზომილებიანი სრულყოფილი მისია საქართველოში. 8 დეკემბერს, ეუთო-ს 24-ე მინისტრთა საბჭოს ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, რუმინეთი, პოლონეთი, ლიტვა, შვედეთი, ჩეხეთი, ლატვია და ესტონეთი) მიერ გაკეთდა ერთობლივი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში უკვე მეორეჯერ კეთდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.

XS
SM
MD
LG