Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას თბილისშიც გამართავენ


მიხეილ სააკაშვილის მომხრეები სასამართლოს შენობასთან. კიევი 2017 წლის, 11 დეკემბერი
მიხეილ სააკაშვილის მომხრეები სასამართლოს შენობასთან. კიევი 2017 წლის, 11 დეკემბერი

კიევის პეჩერის რაიონულ სასამართლოში ადგილობრივი დროით 12 საათზე დაიწყება სხდომა, რომელზეც განიხილება უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ზომის შეფარდების საკითხი - ამის შესახებ კიევში, ჟურნალისტებს აცნობა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ. მისი ინფორმაციით, ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ სააკაშვილს შეეფარდოს ორთვიანი შინაპატირმობა, ხოლო დაცვის მხარე აღკვეთის ნებისმიერ ზომას ეწინააღმდეგება და სასამართლოს მიმართავს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შუამდგომლობით. პეჩერის რაიონულ სასამართლოსთან მობილიზებულნი არიან როგორც სამართალდაცვები, ისე მიხეილ სააკაშვილის მომხრეები. კიევში, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში, უკრაინის საელჩოსთან გაიმართება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია. პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG