Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა სირიიდან ჯარების გაყვანა


ვლადიმირ პუტინი და სერგეი შოიგუ
ვლადიმირ პუტინი და სერგეი შოიგუ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელებს დაავალა, დაიწყონ სირიიდან რუსული სამხედრო დაჯგუფების გაყვანა. 11 დეკემბერს პრეზიდენტი პუტინი ჩავიდა სირიაში, სადაც ჰმეიმიმის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ რუს სამხედრობს მიმართა და მადლობა გადაუხადა საბრძოლო ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის. პუტინის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის არმიასთან ერთად გაანადგურეს საერთაშორისო ტერორისტების ყველაზე ბრძოლისუნარიანი დაჯგუფება. „ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სახლში, რუსეთში დაბრუნდეს სირიაში მყოფი სამხედრო კონტინგენტის მნიშვნელოვანი ნაწილი“ - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. მისი თქმით, თუ ტერორისტები კვლავ შეეცდებიან სირიაში მშვიდობა დაარღვიონ, რუსეთი ახალ და კიდევ უფრო ძლიერ დარტყმას მიაყენებს. სააგენტო ინტერფაქსის ინფორმაციით, პრეზიდენტ პუტინს ჰმეიმიმის საავიაციო ბაზაზე დახვდა სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ასადი.

XS
SM
MD
LG