Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: მიხეილ სააკაშვილის საკითხი პოლიტიკურ დონეზე არ განიხილება


უკრაინის და საქართველოს პრემიერ-მინისტრები, ვოლოდიმირ გროისმანი და გიორგი კვირიკაშვილი. თბილისი, 2017 წლის 27 ნოემბერი
უკრაინის და საქართველოს პრემიერ-მინისტრები, ვოლოდიმირ გროისმანი და გიორგი კვირიკაშვილი. თბილისი, 2017 წლის 27 ნოემბერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სპეკულაცია უწოდა ვერსიას, რომ საქართველო და უკრაინა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე შეთანხმდნენ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და ექსტრადიციაზე. „ეს საკითხი არ გასცდენია სამართალდამცავი ინსტიტუციების ურთიერთობის ჩარჩოს“ - განაცხადა 12 დეკემბერს გიორგი კვირიკაშვილმა, რომელსაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, კვლავ ძალაშია თუ არა ქართული მხარის მოთხოვნა ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ. „მე მოვისმინე ძალიან ბევრი სპეკულაცია, კონსპირაციის თეორიები ამ საკითხთან დაკავშირებით. დამერწმუნეთ, ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი და ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე ნამდვილად არ იხილება" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG