Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ცუხიშვილი საჯარო მოსამსახურეთა სარჩელებზე


ნინო ცუხიშვილი საჯარო მოსამსახურეთა სარჩელებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:22:48 0:00

15 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ცუხიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საპარლამენტო მდივანი. მან ილაპარაკა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე საჯარო მოსამსახურეთა სასამართლო დავებზე სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ. საია-ს ანგარიშში მიმოხილულია 2012-2017 წლების მდგომარეობა. ნინო ცუხიშვილმა აღნიშნა, რომ კვლევის პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მიერ სამინისტროების წინააღმდეგ შეტანილი იყო 321 სარჩელი. საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლების საკითხებზე ყველაზე მეტი დავა ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს (142) და თავდაცვის სამინისტროს (98). საჯარო მოსამსახურეებს სამსახურიდან გათავისუფლების გამო არც ერთი სარჩელი წარუდგენიათ: იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის სამინისტროების წინააღმდეგ. საია-ს ანგარიშში ასახულია თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ სარჩელების სტატისტიკაც. ყველაზე მეტი დავა ჰქონდათ თბილისისა და ქუთაისის მერიებს. საია საჯარო დაწესებულებებს ურჩევს უზრუნველყონ საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება; უზრუნველყონ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად უკანონოდ გათავისუფლებული ყველა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე; სასამართლოს მიერ საქმის დამატებითი განხილვისა და ახალი აქტის გამოცემის დავალებისას, საჯარო დაწესებულებამ სათანადოდ გამოიკვლიოს საქმის დაბრუნების მიზეზები და, ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში, შეცვალოს თავდაპირველი გადაწყვეტილება საჯარო მოსამსახურის სასარგებლოდ; საჯარო დაწესებულებებმა შეცვალონ სასამართლო გადაწყვეტილების სამივე ინსტანციაში გასაჩივრების პოლიტიკა და თავი შეიკაონ სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებისაგან, თუ გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებულია და ზემდგომი ინსტანციის მიერ გაუქმების შესაძლებლობა დაბალია, რათა შეამცირონ საქმის განხილვის პერიოდი და საჯარო მოსამსახურისათვის განაცდურის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა.

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG