Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა დაბლოკა იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებული გაეროს რეზოლუცია


ნიკი ჰეილი, აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში
ნიკი ჰეილი, აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოში ის რეზოლუცია დაბლოკა, რომელიც არ ცნობს იერუსალიმის სტატუსის შეცვლას და ამ გადაწყვეტილების შეცვლის მოწოდებით გამოდის. ეგვიპტის მიერ გავრცელებულ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა 18 დეკემბერს გაიმართა. მას მხარი 14 ქვეყანამ დაუჭირა. აშშ-მა, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ვეტოს უფლება გამოიყენა. რეზოლუციის პროექტით, „ნებისმიერი გადაწყვეტილებები და ქმედება, რომელიც ითვალისწინებს იერუსალიმის დემოგრაფიული შემადგენლისა და სტატუსის ცვლილებას, ბათილია და უნდა გაუქმდეს“. აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ რეზოლუციის პროექტს და უშიშროების საბჭოს აბსოლუტური უმრავლესობის მიერ ამ პროექტის მხარდაჭერას შეურაცხმყოფელი უწოდა. „დღეს რასაც ვაკვირდებოდით უშიშროების საბჭოში, შეურაცხყოფაა და ეს არასოდეს დაგვავიწყდება. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ გაეროს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით, ზიანი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე სიკეთე“, - განაცხადა ჰეილიმ.

XS
SM
MD
LG