Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას ანექსირებულ ყირიმში არსებულ მდგომარეობაზე


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა განახლებულ რეზოლუციას ანექსირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მეთვალყურეობის შესახებ. ინფორმაციას ამის თაობაზე ტვიტერში აქვეყნებს გაეროში უკრაინის მისია. რეზოლუციას მხარი 70-მა ქვეყანამ დაუჭირა. მის წინააღმდეგ ხმა 26-მა ქვეყანამ მისცა. 76-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა. რეზოლუციაში გაკრიტიკებულია ყირიმში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება და „რუსეთის ფედერაციის მიერ დამტკიცებული უკანონო კანონები, იურისდიქცია და მმართველობა“. დოკუმენტში რუსეთი მოხსენიებულია როგორც „ოკუპანტი სახელმწიფო“. დოკუმენტი მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყირიმის მოსახლეობის მიმართ განხორციელებული უფლებადარღვევები, მათ შორის „დაკავებები, წამება და სხვა ღირსებაშემლახავი და არაადამიანური მოპყრობა“.

XS
SM
MD
LG