Accessibility links

ევროკავშირის სასამართლომ „უბერი“ სატრანსპორტო კომპანიად გამოაცხადა


ევროპული სასამართლო აცხადებს, რომ „უბერი“ არის სატრანსპორტო კომპანია და მისი საქმიანობა შესაბამის რეგულაციებს უნდა დაექვემდებაროს. ევროპული სასამართლოს - ევროკავშირის კანონების სფეროში უზენაესი სასამართლოს - ეს გადაწყვეტილება სერიოზული დარტყმაა ამერიკული კომპანიისათვის, რომელსაც შექმნილი აქვს აპლიკაცია მანქანის გამოსაძახებლად და ამ სისტემას არ მიიჩნევს ტაქსის მსგავს მომსახურებად. „უბერის“ სისტემა მსოფლიოს 600-ზე მეტ ქალაქში მოქმედებს. ლუქსემბურგში დაფუძნებული ევროპული სასამართლოს ვერდიქტით, „უბერი“ ვერ ისარებლებს ხელსაყრელი პირობებით, რომლებსაც ევროკავშირის კანონები ითვალისწინებს ციფრული მომსახურებისათვის. თავის მხრივ, "უბერი" ამტკიცებს, რომ არის არა სატრანსპორტო კომპანია, არამედ ეწევა საინფორმაციო მომსახურებას, რადგან ადამიანებს ეხმარება ერთმანეთთან კონტაქტის დამყარებაში. ევროპულმა სასამართლომ "უბერის" საკითხი განიხილა ბარსელონელი ტაქსის მძღოლების საჩივრის გამო.

XS
SM
MD
LG