Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო და მერკელი შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სწრაფად უნდა მოხდეს პატიმართა გაცვლა


უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში საჭიროა დაჩქარდეს კონფლიქტის ორივე მხარის პატიმრობაში მყოფ პირთა გაცვლის პროცესი - აცხადებს მერკელის ოფისი. გერმანიის კანცლერის პრესმდივანმა 22 დეკემბერს თქვა, რომ ეს განცხადებები მოჰყვა ორ ლიდერს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს. ერთი დღით ადრე, მერკელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ესაუბრა. პატიმართა გაცვლა იქნება "მნიშვნელოვანი ნაბიჯი მინსკის შეთანხმებების განხორციელების პროცესში" - განაცხადა მერკელის პრესმდივანმა და დასძინა: "პრეზიდენტმა პოროშენკომ ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერს გააკეთებს გაცვლის რაც შეიძლება სწრაფად განსახორციელებლად". აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ებრძვიან პოროშენკოს მთავრობის ძალებს, 2014 წლის აპრილიდან ამ ომს შეეწირა 10,300-ზე მეტი ადამიანი. ამასთან, რუსეთმა მოახდინა უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსირება - ეს ნაბიჯი არ უღიარებია საერთაშორისო თანამეგობრობას. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, პოროშენკომ და მერკელმა მხარი დაუჭირეს ბოლო შეთანხმებას, რომელიც მიღწეულ იქნა სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის (TCG) ფარგლებში და რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის სადღესასწაულო ზავის ამოქმედებას. ჯგუფმა, რომელიც მოიცავს უკრაინას, რუსეთს და ეუთოს, 20 დეკემბერს განაცხადა, რომ ახალი შეთანხმებით სადღესასწაულო ზავი 23 დეკემბერს, შუაღამისას უნდა ამოქმედდეს.

XS
SM
MD
LG