Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართალდამცავები ეძებენ მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობაში ეჭვმიტანილს


შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შსს-მ გაავრცელა ოფიციალური განცხადება მესტიის საკრებულოს წევრის, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლომარ ნიგურიანის მკვლელობის შესახებ. „წინასწარი ინფორმაციით, 25 დეკემბერს დაბა მესტიაში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1978 წელს დაბადებულმა მ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მესტიის საკრებულოს წევრს, 1968 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ნ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“ - ნათქვამია განცხადებაში. შსს-ს ინფორმაციით, გაქცეული პირის დასაკავებლად მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლებით.

XS
SM
MD
LG