Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაიწყო სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი


​საქართველოში დაიწყო სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ოფიციალური ვიზიტი. აეროპორტიდან სომხეთის პრეზიდენტი გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც კოლეგას დახურულ კარს მიღმა შეხვდა გიორგი მარგველაშვილი. ოფიციალური ვიზიტის მიზნად სახელდება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. საქართველოში ვიზიტად მყოფი სომხეთის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს და ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომელსაც 25 დეკემბერს პატრიარქის პოსტზე აღსაყდრებიდან 40 წელი შეუსრულდა.

XS
SM
MD
LG