Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა მკვლევრისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი


ირანელი ექიმი, აჰმედრეზა ჯალალი ცოლთან, ვიდა მეჰრანიასთან ერთად
ირანელი ექიმი, აჰმედრეზა ჯალალი ცოლთან, ვიდა მეჰრანიასთან ერთად

ირანის უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა ირანული წარმოშობის შვედი მკვლევრისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი. აჰმადრეზა ჯალალის ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. სტოკჰოლმის კანოლინსკას უნივერსიტეტის მკვლევარი 2016 წლის აპრილში დააპატიმრეს თეირანში კონფერენციაზე ყოფნისას. მას ბრალად წაუყენეს ჯაშუშობა და „ღმერთის მიმართ მტრობა“, რისთვისაც ირანში შეიძლება სასიკვდილო განაჩენის გამოტანა. მოგვიანებით მკვლევარს სიკვდილი მიუსაჯეს. უფლება დამცავი ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეშენელი და ჯალალის ცოლი დეკემბრის დასაწყისში იტყობინებოდნენ, რომ ადვოკატმა მათ მიაწოდა ცნობა იმის შესახებ, რომ უზენაესმა სასამართლომ საკითხი განიხილა და სასიკვდილო განაჩენი დაამტკიცა. 25 დეკემბერს, თეირანის პროკურორმა, აბას ჯაფარი დოლათაბადიმ, განაცხადა, რომ უზენაესმა სასამართლომ ახლახან დაამტკიცა გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი ჯალალის მიმართ. ამ ცნობას ირანის სამართლებრივი სისტემის ახალი ამბების საინტერნეტო საიტი ავრცელებს.

XS
SM
MD
LG