Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოკჰოლმის მეტროსთან მომხდარი აფეთქების შედეგად ორი პირი დაშავდა


სტოკჰოლმში, მეტროს სადგურ „ვარბი გარდთან“ აფეთქება მოხდა. ამის შესახებ შვედეთის დედაქალაქის პოლიცია იუწყება. პოლიციის თქმით, ორი პირი დაშავდა, როცა დაუდგენელი საგანი აფეთქდა. ცნობით დაშავებული არიან 60 წლის კაცი და 45 წლის ქალი. კაცის მდგომარეობა მძიმეა. შვედეთის ხელისუფალთა თქმით, ისინი არ ფიქრობენ, რომ ინციდენტი ტერორიზმთან არის დაკავშირებული.

XS
SM
MD
LG