Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოკჰოლმში, მეტროს სადგურთან აფეთქებას ერთი პირი ემსხვერპლა


შვედეთის პოლიციის თანახმად, ერთი პირი მოკვდა და ერთი დაშავდა სტოკჰოლმში, მეტროს სადგურთან აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა მეტროს სადგურ „ვარბი გარდთან“. პოლიციის წარმომადგენლის, სვენ-ერიკ ოლსენის თქმით, დაშავებული 60 წლის კაცი, რომელმაც ძირს დადებული დაუდგენელი საგანი ხელში აიღო და აუფეთქდა, მიღებული ჭრილობების შედეგად მოკვდა. 45 წლის ქალმა დაზიანება სახეზე მიიღო. ოლსენის თქმით, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მომხდარი ტერორიზმთან იყოს დაკავშირებული.

XS
SM
MD
LG