Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით, პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავი აფეთქების გამო ჩამოვარდა


პოლონეთის სამთავრობო დელეგაციის თვითმფრინავის კატატროფის ადგილი რუსეთის სმოლენსკის ოლქში
პოლონეთის სამთავრობო დელეგაციის თვითმფრინავის კატატროფის ადგილი რუსეთის სმოლენსკის ოლქში

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან თვითმფრინავის, ტუ 154-ის კატასტროფის მიზეზი იყო ბორტზე მომხდარი აფეთქება. 2010 წლის 10 აპრილს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 96-ივე ადამიანი, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი და მთავრობის წევრები. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ 10 იანვარს გამოაქვეყნა საავიაციო შემთხვევების მკვლევრის, ფრენკ ტეილორის დასკვნა. ექსპერტის შეფასებით, თვითმფრინავის მარცხენა ფრთა დაანგრია ბორტზე მომხდარმა აფეთქებამ, არსებობდა დეტონაციის რამდენიმე წყარო და ხე, რომელსაც ტუ-154 შეეჯახა, არ იყო ფრთის დაშლის პირველადი მიზეზი. პოლონეთმა ადრეც არაერთხელ გამოთქვა ვერსია აფეთქების შესახებ, რაც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაუსაბუთებლად მიიჩნია. რუსეთი ავიაკატასტროფის მიზეზად ასახელებს პილოტის შეცდომას.

XS
SM
MD
LG