Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters: ჩრდილოეთ კორეა გაეროს სანქციებს არღვევს რუსეთის გავლით


ჩრდილოეთ კორეა ნახშირით ვაჭრობს გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებისთვის გვერდის ავლით და სატრანზიტო ქვეყნად რუსეთს იყენებს - ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება დასავლეთ ევროპის სადაზვერვო სამსახურების სამ წყაროზე დაყრდნობით. მათი ინფორმაციით, 2017 წელს, ჩრდილოეთ კორეამ სულ მცირე სამჯერ გაგზავნა ტვირთი რუსეთის პორტებში, ნახოდკასა და ხოლმსში, საიდანაც საწვავი ჩაიტანეს სამხრეთ კორეასა და იაპონიაში. ამერიკულმა წყარომ სააგენტოს აცნობა, რომ რუსეთის გავლით ნახშირით ვაჭრობა ამჟამადაც გრძელდება.„როიტერსი“ აღნიშნავს ვერ შეძლო ამ ცნობების დამოუკიდებალდ გადამოწმება. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში სააგენტოს განუცხადეს, რომ სეული მეთვალყურეობას უწევს გაეროს სანქციების საწინააღმდეგო ნებისმიერ ქმედებას, თუმცა, არ დააზუსტეს, ფლობენ თუ არა ინფორმაციას, რომ ფხენიანი ნახშირით ვაჭრობს რუსეთის გავლით. „როიტერსი“ აღნიშნავს, რომ მიმართვის მიუხედავად ვერ მოიპოვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი. გაეროს უშიშროების საბჭომ 2016 წელს მიღებული სანქციით შეზღუდა ჩრდილოეთ კორეული ნახშირის ექსპორტი.

XS
SM
MD
LG