Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აღნიშნავს სტალინგრადის ბრძოლაში საბჭოთა კავშირის გამარჯვების 75-ე წლისთავს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავიდა ქალაქ ვოლგოგრადში, სადაც აღნიშნეს მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე სისხლისმღვრელ დაპირისპირებაში,სტალინგრადის ბრძოლაში, საბჭოთა კავშირის გამარჯვების 75-ე წლისთავი. ვოლგოგრადს სტალინგრადი ეწოდებოდა 1925-61 წლებში. პუტინმა საიუბილეო თარიღი მიულოცა და მადლობა გადაუხადა ომის ვეტერანებს და რუსებს მოუწოდა, ქვეყნის მომავალი ააშენონ „საფუძვლებზე“, რომლებიც ვეტერანებმა ჩაყარეს. არა გვაქს „ლაჩრობის, ან გაუბედაობის“ უფლებაო, განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, სტალინგრადის ბრძოლამ „გზა გაუხსნა მტრის სრულ განადგურებას“. ვოლგოგრადის ცენტრში გაიმართა აღლუმი, რომელშიც მონაწილეობდა 1500-მდე სამხედრო მოსამსახურე და 60 სამხედრო თვითმფრინავი. სიტყვით გამოსვლისას, პუტინს არ უხსენებია საბჭოთა დიქტატორი სტალინი. სტალინგრადის ბრძოლა, რომელიც 1942 წლის აგვისტოში დაიწყო და მომდევნო წლის 2 თებერვალს დასრულდა და ასიათასობით ადამიანი შეიწირა, მიჩნეულია ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპად, შემობრუნების წერტილად მეორე მსოფლიო ომში.

XS
SM
MD
LG