Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: რუსეთის გადასაწყვეტია, სად განათავსებს სამხედრო რესურსებს საკუთარ ტერიტორიაზე


კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთს აქვს უფლება, თვითონ გადაწყვიტოს, სად განათავსებს სამხედრო რესურსებს საკუთარ ტერიტორიაზე. ეს განცხადება მოჰყვა ცნობას, რომ რუსეთმა ბირთვული პოტენციალის "ისკანდერის" ტიპის რაკეტები განათავსა ბალტიისპირა ექსკლავში, კალინინგრადში. „ისკანდერის“ რაკეტების შესახებ 5 თებერვალს გააკეთა განცხადება ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ მას შემდეგ, რაც ცენტრალურ ლიტვის ქალაქ რუკლაში შეხვდა ნატოს ჯარისკაცებს. მისი აზრით, რაკეტები საფრთხეს უქმნის არამარტო კალინინგრადის მოსაზღვრე ლიტვას, არამედ „ევროპის ქვეყნების ნახევარს“. იმავე დღეს, 5 თებერვალს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმირ შამანოვმა, დაადასტურა რაკეტების განთავსება. პენტაგონს გაკრიტიკებული აქვს რუსეთის ტერიტორიაზე საშუალო რადიუსში მოქმედი რაკეტების განთავსება, როგორც ბირთვული შეიარაღების შესახებ 1987 წელს დადებული ხელშეკრულების „სულისკვეთებისა და მიზნების“ ხელყოფა. ხელშეკრულება ეხება მოკლე რადიუსის რაკეტებსა და მათ გამშვებ სისტემებს, ისევე როგორც საშუალო რადიუსის რაკეტებს.

XS
SM
MD
LG