Accessibility links

ტაივანზე, მიწისძვრის შემდეგ დაკარგულად ითვლება 140-ზე მეტი ადამიანი


მაშველები მიწისძვრით დაზიანებულ სასტუმრო "მარშალთან." ჰუალიანი, 2018 წლის 7 თებერვალი

სამაშველო ოპერაცია გრძელდება ტაივანის აღმოსავლეთში, სადაც 6 თებერვალს, საღამოს მოხდა 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა. დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი და 225 დაშავდა. დაკარგულდ ითვლება 140-ზე მეტი. მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჰუალიანიდან 22 კილომეტრში. მიწისძვრამ დაანგრია ათობით შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და სამხედრო ჰოსპიტალი. ჰუალიანი უცხოელ ტურისტებში პოპულარული საკურორტო ქალაქია.

XS
SM
MD
LG