Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ხელმძღვანელი სირიაში დეესკალაციისკენ მოწოდებით გამოდის


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მოწოდება გამოთქვა, დაუყოვნებლივ შეწყდეს ესკალაცია სირიაში, სადაც ომია 2011 წლის შემდეგ. გაეროს წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა 10 თებერვლის განცხადებაში თქვა, რომ გუტერეში ყურადღებით ადევნებს თვალყურს სირიაში ვითარებას და სახიფათო დაძაბულობას საზღვრისპირა რეგიონში. გუტერეშის წარმომადგენლის თანამად, ყველა მხარემ, სირიასა და რეგიონში, უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართალი ძალადობის გაძლიერების პირობებში, მათ შორის ისრაელის მიერ ირანის მხარდაჭერით მოქმედ პოზიციებზე საჰაერო იერიშების და ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის ძალების შესვლის ვითარებაში. გუტერეში ყველას მოუწოდებს, იმუშაონ დაძაბულობის დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტისა და თავშეკავების გამოვლენისთვის. 9 თებერვალს ისრაელის F-16-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს, როცა საბრძოლო თვითმფრინავები სირიის ტერიტორიაზე ირანის მხარდაჭერით მოქმედ ობიექტების დაბომბვის შემდეგ უკან ბრუნდებოდნენ. მფრინავები გადარჩნენ. ისრაელის ქმედება, მისივე თქმით, მოჰყვა ირანის უსახელო საფრენი აპარატის გადატაცებას, რომელიც მის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG