Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევრონესტი" თბილისში გამართავს კომიტეტების სხდომას


12-13 თებერვალს საქართველოს პარლამენტში აღმოსავლეთის პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის (Euronest Parliamentary Assembly) ოთხი კომიტეტის სხდომა გაიმართება. ეს კომიტეტებია: პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტი; ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტი; ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების კომიტეტი და სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტი. "ევრონესტის" ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროპარლამენტის, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, სომხეთის საპარლამენტო დელეგაციები. "ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეა რეგულარულად მართავს ამგვარ შეხვედრებს პოლიტიკური დიალოგისა და საპარლამენტო კონსულტაციებისთვის.

XS
SM
MD
LG