Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 66 კაცი


ირანის მედიის ცნობით სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი: 60 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. იუწყებიან, რომ თვითმფრინავი, რომელიც რეისს ასრულებდა თეირანიდან იასუჯის მიმართულებით, ჩამოვარდა ქალაქ სემირომის მახლობლად, ისპაჰანის პროვინციის მაღალმთიან არეალში. ცენტრის ხელმძღვანელობის ცნობით, თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე გაემგზავრა შვეულმფრენი მაშვლებითა და ექიმებით. კატასტროფის მიზეზები უცნობია. თვითმფრინავი მეკუთვნოდა კომპანია „Aseman Airlines“-ს.

XS
SM
MD
LG