Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიატლონში, ქალთა ესტაფეტაში გაიმარჯვეს ბელორუსმა სპორტსმენებმა


გუნდის ლიდერი მარია დომრაჩევა
გუნდის ლიდერი მარია დომრაჩევა

პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე ბიატლონში ქალთა ესტაფეტაში უმაღლეს ტიტულს ბელორუსი სპორტსმენები დაეუფლნენ, გუნდის ლიდერი მარია დომრაჩევა კი უკვე ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონია. ბელორუსთა კვარტეტმა, რომლის შემადგენლობაშიც დომრაჩევა, ნადეჟდა სკარდინო, ირინა კრიუკო და დინარა ალიმბეკოვა შედიოდნენ, ოცდაოთხკილომეტრიანი დისტანცია 1:12:3,4 საათში დაფარეს და უახლოეს მდევარს - შვედეთს - 10,7 წამით აჯობეს. ბრინჯაოს მედალი კი ფრანგებმა მოიპოვეს, ლიდერთან 17,6-წამიანი ჩამორჩენით. სოჭის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, უკრაინა, ამჯერად მეთერთმეტე ადგილს დასჯერდა.

XS
SM
MD
LG