Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ალუმინის იმპერიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა მილიარდერი დერიპასკა


რუსი მილიარდერი, ოლეგ დერიპასკა გადადგა რუსეთის ალუმინის იმპერიის, რუსალის ხელმძღვანელის თანამდებობიდან. რამდენიმე კვირის წინ მისი სახელი გამოჩნდა აშშ-ის მიერ შედგენილ იმ პირთა სიაში, რომლებიც სარგებელს ნახულობენ კრემლთან თავიანთი კავშირებისგან. რუსალმა და მისმა პარტნიორმა კომპანიამ, EN+ Group-მა დერიპასკას წასვლა და მენეჯმენტში სხვა ცვლილებები 23 თებერვალს გამოაცხადეს. მათ არ უხსენებიათ გამოძიების ანგარიში, რომელიც ახლახან გამოაქვეყნა რუსეთის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და კორუფციასთან მებრძოლმა აქტივისტმა, ალექსეი ნავალნიმ - ამ ცნობების თანახმად, დერიპასკამ თავის იახტაზე უმასპინძლა რუსეთის ვიცე-პრემიერს, დერგეი პრიხოდკოს. დერიპასკამ უარყო "უკანონო ქმედებების" ჩადენა და მედია გააფრთხილა არ გაევრცელებინა ნავალნის ანგარიშში მოტანილი "ცრუ" ცნობები.

XS
SM
MD
LG