Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებოდა სოფელ წილკანში, სადაც პირადად მიუსამძიმრა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ოჯახს გააცნო ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა დგამს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და იყენებს ყველა ინსტრუმენტს იმისათვის, რომ უმოკლეს დროში მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. „რაც მოხდა, არის უდიდესი ტრაგედია და ძალიან ვერაგული ქმედება ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერი არის გამიზნული იმისათვის, რომ ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამდით, იქნას დისკრედიტირებული. საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც დღემდე ვახორციელებდით და რისი შედეგიც იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ამას წინ ვერაფერი დაუდგება და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. ეს არის ჩემი სიტყვა“ - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG