Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა ბაქოს ნარკოლოგიურ ცენტრში ხანძრის შედეგად


აზერბაიჯანის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, 24 ადამიანი დაიღუპა ბაქოში, რესპუბლიკურ ნარკოლოგიურ ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა, საგანგებო სიტუაციების და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი განცხადების თანახმად, ხანძარი გაჩნდა ნარკოლოგიური ცენტრის ტერიტორიაზე მდებარე ერთსართულიან კორპუსში, სადაც 55 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე გაჩენილ ცეცხლს მეხანძრეები სამი საათის განმავლობაში აქრობდნენ. წინასწარი ვერსიით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტროგაყვანილობის სისტემაში მომხდარი მოკლე ჩართვაა. საქმეს იძიებს აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა.

XS
SM
MD
LG