Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია მაისაშვილი თბილისში ჩამოასვენეს


გია მაისაშვილი
გია მაისაშვილი

გამთენიისას თბილისში ჩამოსვენეს ქართველი პოლიტიკოსი, „ლიდერთა სკოლის“ დამფუძნებელი, გია მაისაშვილი. სამოქალაქო პანაშვიდი 5 და 6 მარტს გაიმართება სიონის საკათედრო ტაძარში. გია მაისაშვილი 26 თებერვალს, აშშ-ში გარდაიცვალა. მას ექიმებმა 2015 წელს დაუსვეს თავის ტვინის კიბოს დიაგნოზი. პროფესიით ეკონომისტი გია მაისაშვილი გასული საუკუნის 90-იან წლებში აშშ-ში საქმიანობდა, საქართველოში 2003 წელს დაბრუნდა და გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის კონსულტანტი ეკონომიკის საკითხებში. 2007 წელს გია მაისაშვილმა ჩამოაყალიბა პოლიტიკური ორგანიზაცია, „მომავლის პარტია.“ 2008 წელს კანდიდატად მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში. 2018 წლის ნოემბერში გია მაისაშვილს შეუსულდებოდა 56 წელი.

XS
SM
MD
LG