Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ჩამოვარდა კერძო თურქული თვითმფრინავი


ავიაკატასტროფის რაიონი ირანის დასავლეთში
ავიაკატასტროფის რაიონი ირანის დასავლეთში

ირანის დასავლეთში კატასტროფა განიცადა კერძო, თურქულმა თვითმფრინავმა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 11-ივე ადამიანი. თურქული მედიასაშუალებეის ცნობით, Bombardier Challenger 604 მოდელის თვითმფრინავი ეკუთვნოდა ბიზნესმენ, ჰუსეინ ბასარანის კომპანიას. თურქული პრესის ინფორმაციით, ბორტზე იმყოფებოდნენ ბიზნესმენის ქალიშვილი და მისი მეგობრები, რომლებიც დუბაიდან სტამბოლში ბრუნდებოდნენ. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG