Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი მეოთხედ აირჩიეს გერმანიის ფედერალურ კანცლერად


გერმანიის პარლამენტმა ფედერალურ კანცლერად ზედიზედ მეოთხე ვადით აირჩია „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე, ანგელა მერკელი. 14 მარტს გამართულ სხდომაზე მერკელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის 364-მა დეპუტატმა 315-ის წინააღმდეგ. ფედერალური კანცლერის არჩევით დასრულდა გერმანიის ისტორიაში მთავრობის ფორმირების ყველაზე ხანგრძლივი, 171 დღიანი პროცესი. 2017 წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერცერთმა წამყვანმა პოლიტიკურმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, რის გამოც პირველ ადგილზე გასული ქრისტიან-დემოკრატები და ქრისტიან-სოციალისტები იძულებულნი გახდნენ მოლაპარაკება დაეწყოთ სხვა პარტიებთან. მათი პირველი მცდელობა კოალიცია შეექმნათ „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „მწვანეებთან,“ უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეგაც მოლაპარაკება დაიწყო „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან.“ ეს პროცესი 12 მარტს დასრულდა მხარეთა შეთანხმებით, ახალი კოალციური მთავრობის შექმნის თაობაზე.

XS
SM
MD
LG