Accessibility links

იან კელი: საქართველოს საგარეო უწყებას აშშ-ის საელჩოსთან არ ჰქონია სანქციების თემაზე კონსულტაციები


იან კელი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

15 მარტს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას რადიო თავისუფლების შეკითხვაზე - დაუჭერდა, თუ არა დასავლეთი და აშშ მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თუკი მმართველი ძალა და ოპოზიცია შეთანხმდებოდნენ რეზოლუციის პროექტზე - უპასუხა: „პრინციპში, ჩვენ ამას მხარს დავუჭერდით. რასაკვირველია, ჩვენ დაგვჭირდება ზუსტი ინფორმაცია სანქციების რაობაზე. ვფიქრობ, არსებობს ბერკეტები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ისეთი საკითხის გადასაჭრელად, რომელიც, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია - ეს გახლავთ ანგარიშვალდებულების არარსებობა. ვგულისხმობ იმას, რომ დე ფაქტო ხელისუფლებებს შეუძლიათ იმოქმედონ დაუსჯელად. რამდენიმე რამეს ვგულისხმობ: ვფიქრობ, სრულიად გამაოგნებელია ის, რომ მათ ოჯახისთვის არ დაუბრუნებენ ბატონი ტატუნაშვილის ცხედარი. ეს უბრალოდ, მიუღებელია! ეს გამაოგნებელია! ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა განვიხილოთ უფრო ფართოდაც: საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა - ან კამერის წინ აშკარად მოკლეს, ან - ძალიან საეჭვო ვითარებაში. ამას არ მოჰყოლია არანაირი ანგარიშვალდებულება და გამოძიება, რომელში მონაწილეობის საშუალებაც ექნებოდა საქართველოს ხელისუფლებას“. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა საქართველოს საგარეო უწყებას სანქციების თემაზე კონსულტაციები აშშ-ის საელჩოსთან, რაზეც იან კელიმ უარყოფითი პასუხი გასცა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG