Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერეზა მეი: არ დავუშვებთ, რომ რუსეთი გვემუქრებოდეს


ტერეზა მეი
ტერეზა მეი

უახლოეს დღეებში დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით, რაშიც ლონდონი პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს. „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთი დაემუქროს ბრიტანეთის მოქალაქეების და ბრიტანეთის მიწაზე მცხოვრები სხვა ადამიანების სიცოცხლეს“, - განაცხადა შაბათს ტერეზა მეიმ. მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

XS
SM
MD
LG