Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 13 საარჩევნო უბანია გახსნილი


ახალგორი, 2015 წელი
ახალგორი, 2015 წელი

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღისთვის 13 უბანი გაიხსნა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე უსაფრთხოების გაძლიერებული რეჟიმი მოქმედებს. სააგენტო „რესის“ ცნობით, ყველა საარჩევნო უბანი გახსნამდე საგანგებო დანიშნულების რაზმებმა შეამოწმეს - ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობაზე და შემდეგ სადღეღამისო დაცვაზე აიყვანეს. რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების დღეს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესასვლელი პუნქტები დაიკეტა და 19 მარტს დილით გაიხსნება.

XS
SM
MD
LG