Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი უარყოფს, რომ პრეზიდენტი აპირებს სპეციალური პროკურორის დათხოვნას


რობერტ მიულერი. დონალდ ტრამპი
რობერტ მიულერი. დონალდ ტრამპი

თეთრი სახლის ადვოკატმა, ტაი კობმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ განიხილავს თანამდებობიდან სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის დათხოვნის საკითხს. ადვოკატმა სპეკულაცია უწოდა ამ თემაზე მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვერსიებს. ტაი კობის განმარტებას წინ უძღოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 18 მარტს, ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადება, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიება, რომელსაც რობერტ მიულერი ხელმძღვანელობს, მიკერძოებულია და მას აწარმოებენ დემოკრატები და არჩევნებში დამარცხებული ჰილარი კლინტონის მომხრეები. აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ უარყო მისი საარჩევნო შტაბის და რუსეთის წარმომადგენელთა შეთქმულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG