Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი: ტრამპმა და პუტინმა 20 მარტს ტელეფონით ისაუბრეს


თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 20 მარტს ტელეფონით ესაუბრა რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს. საუბარი შედგა ორ დღეში მას შემდეგ, რაც პუტინმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ მოუყვანიათ საუბრის დეტალები მაშინ, როცა კრემლი აცხადებს, რომ ტრამპმა პუტინს მიულოცა პრეზიდენტად მორიგი ვადით არჩევა. ასევე კრემლის თანახმად, საუბრის მსვლელობაში ორმა ლიდერმა გამოთქვა ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების ინტერესი და აღნიშნა, რომ საჭიროა მუშაობა კორეის ნახევარკუნძულზე დიპლომატიის გზით დაძაბულობის განსამუხტად. საუბრის დროს ასევე განიხილეს ვითარება სირიასა და უკრაინაში. პუტინმა, რომელიც 1999 წლიდან მოყოლებული რუსეთის ხან პრემიერ-მინისტრია, ხან კი პრეზიდენტი, ხმების 76%-ზე მეტი მოიპოვა 18 მარტის არჩევნებში, რომელთაც საერთაშორისო დამკვირვებლები აკრიტიკებენ კენჭისყრის გაყალბების შემთხვევების, კენჭისყრაზე წასასვლელად ამომრჩევლებზე ზეწოლისა და ელექტორატისათვის „რეალური არჩევანის“ არარსებობის გამო.

XS
SM
MD
LG