Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა


პოლიცია აფეთქების ადგილზე, კიშინიოვში
პოლიცია აფეთქების ადგილზე, კიშინიოვში

ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა მოლდავეთის დედაქალაქ კიშინოვის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად. ხელყუმბარა გახსნა კაცმა, რომელმაც რამდენიმე კოლოფი სიგარეტი იყიდა და ფული არ გადაიხადა. პოლიციის ცნობით, მაღაზიის გამყიდველმა უცნობს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც შეიარაღებულმა პირმა ხელყუმბარა შესასვლელთან დააგდო. იგი აფეთქების შედეგად დაიღუპა. აფეთქებას ემსხვერპლა ერთი გამვლელიც, ხოლო ორი - დაიჭრა. პოლიცია არკვევს აფეთქება მოხდა განზრახ, თუ ეს იყო გაუფრთხილებელი ქმედება.

XS
SM
MD
LG