Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის არმიამ თითქმის სრულად დაამყარა კონტროლი აღმოსავლეთ ღუტაზე


სირიის არმიის გადამწყვეტი იერიში
სირიის არმიის გადამწყვეტი იერიში

სირიელ მეამბოხეთა ძალების მიერ აღმოსავლეთ ღუტის დატოვების შემდეგ, სირიის სამთავრობო ძალებმა რუსეთის დახმარებით სრულად აღადგინეს კონტროლი დედაქალაქ დამასკის მახლობლად მდებარე დასახლებულ პუნქტზე. 23 მარტის ეს წარმატება სირიის ლიდერისათვის მნიშვნელობით უტოლდება 2016 წელს ალეპოს გათავისუფლებას, ოპოზიციის შეიარაღებული რაზმებისაგან. გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ოპოზიციის შეიარაღებული ჯგუფები კვალავ ინარჩუნებენ პოზიციებს ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ სირიაში. 18 თებერვალს რუსეთის მხარდაჭერით სირიის არმიის მიერ წამოწყებული გამანადგურებელი შეტევების შედეგად, რის შედეგადაც დაახლოებით 1600 სამოქალაქო პირი დაიღუპა, სირიის არმიამ აღადგინა კონტროლი აღმოსავლეთ ღუტის 90%-ზე.

XS
SM
MD
LG