Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძართან დაკავშირებით ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით დააკავეს და დაკითხეს ოთხი ეჭვმიტანილი. 25 მარტს გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ აღნიშნა, რომ დადგენილია „სერიოზული დარღვევები როგორც სავაჭრო ცენტრის ექსპლუატაციაში შეყვანისას, ისე მისი მუშაობის პროცესში“. ცნობების თანახმად, საავარიო გასასვლელები დაბლოკილი იყო, ხოლო სიგნალიზაცია გამორთული. პეტრენკოს განცხადებით, დაკავებულებს შორის არის შენობის მფლობელი კომპანიის ტექნიკური დირექტორი.

XS
SM
MD
LG