Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2:0 დაამარცხა ესტონეთის გუნდი


ფეხბურთში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში 2:0 დაამარცხა ესტონეთის გუნდი. შეხვედრა 27 მარტს გაიმართა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. გოლები პირველ ტაიმში გაიტანეს ჯიმი ტაბიძემ და ვაკო ყაზაიშვილმა. ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა წინა, 24 მარტს ჩატარებული ამხანაგური შეხვედრაც, რომელშიც მათ ანგარიშით 4:0 დაამარცხეს ლიტვის ეროვნული ნაკრები.

XS
SM
MD
LG