Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გლოვის დღეა


აქცია მოსკოვის პუშკინის მოედანზე. 2018 წლის 27 მარტი
აქცია მოსკოვის პუშკინის მოედანზე. 2018 წლის 27 მარტი

რუსეთში ეროვნული გლოვის დღეა ქალაქ კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის გამო. სავაჭრო-გასართობ ცენტრში, 25 მარტს გაჩენილი ხანძრის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 64 ადამიანი, მათ შორის 41 ბავშვი. პირადი ინიციატივით, აღრიცხვას აწარმოებს ადგილობრივი აქტივისტების ჯგუფი, რომლის მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაღუპული და დაკარგულია 85 ადამიანი. 27 მარტს საღამოს, რუსეთის ქალაქებში გაიმართა კემეროვოში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები. მოსკოვში, პუშკინის მოედანზე არასანქცირებული მიტინგი გაიმართა, ხოლო მანეჟის მოედანზე მერიის მიერ ორგანიზებული აქცია, რომელშიც პოლიციის ინფორმაციით, მონაწილეობდა 12 ათასამდე ადამიანი. ორგანიზატორთა ინიციატივით, აქცია მდუმარე უნდა ყოფილიყო, თუმცა, პერიოდულად მონაწილეები მოითხოვდნენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და კემეროვოს გუბერნატორის, ამან ტულეევის გადადგომას და სიმართლეს კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის შესახებ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი განიხილავს რამდენიმე ვერსიას, მათ შორის ელექტროგაყვანილობის სისტემის გაუმართაობას და წინასწარ გამიზნულ ქმედებას. დაკავებულია სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის და შენობის სახანძრო სიგნალიზაციის მომსახურე კომპანიის 5 თანამშრომელი. მათი ვერსიით, შენობაში ცეცხლი განზრახაა გაჩენილი, სიგნალიზაცია კი ხანძრის დაწყებამდე 15 წუთით ადრე იყო გამორთული.

XS
SM
MD
LG