Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსაფზაი მშობლიურ ქალაქს ესტუმრა


მალალა იუსუფზაი
მალალა იუსუფზაი

პაკისტანელი მალალა იუსუფზაი, რომელსაც ნობელის მშვიდობის პრემია მიანიჭეს, მშობლიურ ქალაქს ეწვია პირველად 2012 წლის შემდეგ. მალალა ქალაქ მინგორაში, პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთის სვატის ხეობაში, მშობლებთან და ორ ძმასთან ერთად ჩავიდა. ქალაქში გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები. მალალამ ცრემლები ვერ შეიკავა, როცა თავის ძველ სახლში შევიდა. მალალას იქ მყოფმა მეგობარმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ტიროდნენ მშობლებიც. ხანმოკლე სტუმრობის დროს მალალას ახლდა პაკისტანის ინფორმაციის მინისტრი, მარიამ აურანგზები. მალალა ქალაქში შეხვდა მეზობლებს, მეგობრებს და ნათესავებს. ჟურნალისტებს მალალას ვიზიტის გაშუქების საშუალება არ ჰქონდათ. რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ვიდეოჩანაწერი, რომელზედაც ჩანს, როგორ ესაუბრება მალალა თანაქალაქელებს. მოგვიანებით მალალა იუსუფზაი ეწვია მინგორასთან მდებარე ვაჟ კადეტთა სასწავლებელს. მალალა მშობლიურ ქალაქს ეწვია პაკისტანში ჩასვლიდან ორ დღეში. ეს იყო მისი პირველი სტუმრობა მინგორაში მას მერე, რაც 2012 წელს თალიბებმა მის სასკოლო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს და მალალა თავში დაჭრეს. მალალა იუსუფზაი პაკისტანში გოგონების განათლების აქტიური მხარდამჭერი იყო. თალიბანი ქალთა განათლებას ეწინააღმდეგება.

XS
SM
MD
LG