Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესტიაში გაიმართა ელექტროსადგურის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია


ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში. 2018 წლის 14 მარტი
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში. 2018 წლის 14 მარტი

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სვანეთში გაიმართა საპროტესტო გამოსვლა, რომლის მონაწილეები აპროტესტებდნენ ელექტროსადგურ „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლობას. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნარგიზ ნიგურიანმა სააგენტოს განუცხადა, რომ მოსახლეობა ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ აძლევს, რადგან აღნიშნული მშენებლობა დაუშვებელია. „პროტესტს წინ უსწრებდა შეხვედრა გეოლოგებთან, სეისმოლოგებთან და ა.შ. 11 სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ეს დაუშვებელია ღვარცოფულ მდინარეზე. მაინც ხელის გადაგრეხის პრინციპით ცდილობენ აღნიშნული ჰესის მშენებლობას. ეს არის დანაშაულებრივი პროექტი. ამდენად, მესტიის მოსახლეობა აპროტესტებს ამ ჰესის მშენებლობას. შემოიყვანეს ტექნიკა და მოსახლეობა გადაუდგა წინ“, - თქვა ნიგურიანმა.

რადიო თავისუფლებას "სვანეთი ჰიდროს" საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო ნატროშვილმა აცნობა: „ჩვენ საგაზაფხულო მშენებლობის დაწყების წინ რამდენჯერმე შევხვდით მათ და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წევრებს არ სურთ არგუმენტირებული პასუხების მოსმენა. ასევე, ბოლო შეხვედრაზე შევთანხმდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ექსპერტების მონაწილეობით საკითხის განხილვაზე“. ნატროშვილის თანახმად, ჯგუფის წევრები შეხვედრას არ დაესწრნენ. „რაც შეეხება სამუშაოებს, ამ ეტაპზე იწმინდება გზა და მდინარის კალაპოტის გასწვრივ ნაპირსამაგრები ეწყობა. ჩვენ "მესტიაჭალა ჰესის" მშენებლობას დაგეგმილი გრაფიკით ვაგრძელებთ“, - იტყობინება "სვანეთი ჰიდროს" საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, სოფო ნატროშვილი.

XS
SM
MD
LG