Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსმოსში პირველად გაემგზავრება ასტრონავტი ჩრდილოეთ ოსეთიდან


კოსმოსური ხომალდის სტარტი
კოსმოსური ხომალდის სტარტი

ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი, ამირან ხამაევი იქნება ერთ-ერთი ასტრონავტი, რომელიც კოსმოსურ ხომალდ „სოიუზის“ ეკიპაჟთან ერთად 2019 წლის მაისში გაემგზავრება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. „ეხო კავკაზას“ ცნობით ხამაევი არ არის პროფესიონალი კოსმონავტი. მან დაამთავრა ჩრდილო-ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც ბოლო კურსზე მოხალისედ ჩაეწერა და 8 წლის განმავლობაში სწავლობდა კოსმოსურ სადგურს, ფრენის დინამიკას და თეორიას, ბალისტიკას, ასევე ფოტო და ვიდეოოპერატორობას. წინასწარი ინფორმაციით, კოსმოსურ ხომალდ „სოიუზის“ დაგეგმილი მოგზაურობა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისაკენ 8 თვეს გასტანს.

XS
SM
MD
LG