Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგა თუშურაშვილი: ყველაზე დახურული უწყება შემოსვლების სამსახურია


2 აპრილს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო გოგა თუშურაშვილი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენელი, მან ილაპარაკა ღია და დახურული სახელმწიფო უწყებების თაობაზე ჩატარებული გამოკვლევის შესახებ. გოგა თუშურაშვილის თქმით, 2017 წელს საჯარო ინფორმაციის დროულად და სრულყოფილების გაცემის თვალსაზრისით 39 საჯარო დაწესებულება დასახელდა ყველზე ღია ორგანიზაციებად. მათ შორის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ყველაზე დახურულ უწყებად კი სსიპ შემოსავლების სამსახური დასახელდა. გოგა თუშურაშვილის თქმით, 2013 წელი იყო გამორჩეული წელი, როდესაც სახელმწიფო უწყებებმა ფაქტობრივად ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია გასცეს და ეს მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილებას უკავშირდებოდა. წლიდან წლამდე იზრდება სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულების მაჩვენებელი, მათ შორის თუ წლების წინ თავდაცვის სამინისტრო და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იყო ერთ-ერთი ყველაზე დახურული უწყება ახლა ისინი ერთ-ერთი ღია საჯარო დაწესებულებად გვევლინებიან. თუმცა, ცვლილება არ შეხებია შემოსავლების სამსახურს. იუსტიციის სამინისტრომ კი მოთხოვნილი ინფორმაცია, კანონით გათვალისწინებული 10 სამუშაო დღის ნაცვლად 8 თვის დაგვიანებით გასცა.

XS
SM
MD
LG