Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ეთნიკური რუსებისთვის მიუღებელ რეფორმას


რაიმონდს ვეიონისი
რაიმონდს ვეიონისი

ლატვიის პრეზიდენტმა, რაიმონდს ვეიონისმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ განათლების კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლის თანახმად, ეთნიკური უმცირესობების სკოლები 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდნენ მთლიანად ლატვიურენოვან სწავლებაზე. ეს პროცესი 2021 წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საშუალო სკოლებში ლატვიურ ენაზე სწავლება შექმნის თანაბარ შესაძლებლობებს ახალგაზრდების მიერ ხარისხიანი განათლების მიღების და დასაქმებისთვის და გააძლიერებს საზოგადოების ერთიანობას და ლატვიის სახელმწიფოს. ლატვიაში ეთნიკური უმცირესობების სკოლების უმრავლესობა რუსულია, სადაც საგნების 60% ლატვიურად, 40% კი რუსულად ისწავლება. ლატვიის მოსახლეობა მილიონ 700 ათასია და მათგან დაახლოებით ნახევარ მილიონს რუსები შეადგენენ. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას მთლიანად ლატვიურენოვან სწავლებაზე გადასვლის და კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანის შესახებ, პარლამენტმა მხარი თებერვალში დაუჭირა, რასაც ეთნიკური რუსების საპროტესტო აქციები მოჰყვა.

XS
SM
MD
LG